კატეგორიები

წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 4 ოქტომბრის აქციის კიდევ 7 მონაწილეს

წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 4 ოქტომბრის აქციის კიდევ 7 მონაწილეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის 7 მონაწილეს შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. კობა ეპიტაშვილს კი, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენების ფარგლებში ამ დროისთვის 46 პირია დაკავებული.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები