კატეგორიები

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 17 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 17 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 17 პირს ბრალი წარუდგინა. ბრალდებულთა შორის არის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 9 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

უწყების თანახმად, „სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით”, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მისთვის საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.

გენპროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

„ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს (დაუსწრებლად), ანტონ ვარდანიძეს (დაუსწრებლად), გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი ჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხან ტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტითა და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით. წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით”, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა.

უწყების განცხადებით, 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს, ორი ბრალდებულის მიმართ კი – პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები