10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. საქართველოში ეს დღე 1999 წლიდან აღინიშნება. მეტყევის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება გაიმართა.
მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მეტყევის დღესთან დაკავშირებით ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი თხელიძემ ისაუბრა.
