„ყველა გოგოს აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის და გახდეს ის, ვინც სურს”, – ასე ეხმაურება 11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი დიენე კეიტა.
ეს თარიღი მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, მათი განათლების ხელშეწყობასა და შესაძლებლობების გაზრდას.
გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი ნანა ავალიანი საუბრობს გოგოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე, სხვადასხვა საზიანო პრაქტიკასა და მათთან გამკლავების გზებზე.
