კატეგორიები

ე.წ. „პიჯაკების საქმეზე” სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა

ე.წ. „პიჯაკების საქმეზე” სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულების, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

კერძოდ, მოსამართლეთა პალატის მიერ უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.  ასევე ორივე მათგანს დაეკისრა, ბიუჯეტისათვის ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა.

პროკურორის, გიორგი მუჯირის განცხადებით, ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას კვლავ მოითხოვს შემდეგ ინსტანციაში.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ ის მუხლი, რა მუხლითაც გადააკვალიფიცირეს თეიმურაზ ჯანაშიას დანაშაულებრივი ქმედება, გადაკვალიფიცირებულიყო გაფლანგვაზე სწორად და კანონიერად. ამასთან დანიშვნოდა მკაცრი სასჯელი. მიმაჩნია, რომ ქმედებას სასამართლოს მიერ არასწორი კვალიფიკაცია მიეცა. გაფლანგვა არის ბევრად უფრო მკაცრი დანაშაული, ვიდრე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, სანქციაც უფრო მკაცრი აქვს გაფლანგვას. ასევე მოთხოვნა იყო, რომ მას მაღალი თანამდებობისა და მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაჰკისრებოდა უფრო მკაცრი სასჯელი“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები