მთავარიევროპაიტალიაიტალია პალესტინის აღიარებისთვის ორი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს

იტალია პალესტინის აღიარებისთვის ორი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს

იტალია არ უერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს გაეროს მიმდინარე შეკრების ფორმატში აღიარებენ.

ოფიციალური რომი ამ იდეის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის თქმით, ამას იტალია მხოლოდ კონკრეტული პირობით გააკეთებს, თუ „ჰამასი” დარჩენილ ისრაელელ მძევლებს გაათავისუფლებს და თუ ის გარანტირებულად იქნება პალესტინის მთავრობის მიღმა.

„ვინც ომი დაიწყო, არ უნდა დაჯილდოვდეს” – აღნიშნა მელონიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე. მან ასევე ისაუბრა გაეროს როლზე კონფლიქტების მოგვარებაში.


.

„ვერ დაჯილდოვდება ის, ვინც ომი დაიწყო. ამასთან, საინტერესოა, პასუხობს თუ არა ჩვენი ეპოქის გამოწვევებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც 80 წლის წინ შევქმენით? ვფიქრობ არა!

მულტილატერალიზმი, დიალოგი და დიპლომატია – ქმედითუნარიანი ინსტიტუტების გარეშე ცარიელი სიტყვებია. უნდა შევიცნოთ ჩვენი შესაძლებლობები, უნდა ვაღიაროთ ღრმა რეფორმების აუცილებლობა, რომელიც გაეროს დაუყოვნებლივ ესაჭიროება”, – თვლის ჯორჯა მელონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend