კატეგორიები

23 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

23 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი ადასტურებს.

კეროლინ ლევიტის ცნობით, დონალდ ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და ის მსოფლიო ერებს სიტყვით დღეს, 23 სექტემბერს, მიმართავს.

თეთრი სახლის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსა და ევროკავშირის ლიდერებთან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღესვე შეხვდება კატარის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, თურქეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის ლიდერებს.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ფიქრობს დონალდ ტრამპის მტკიცებით, ირანი აშშ-ს „შეთანხმების დადებას ევედრება“
სხვა ამბები