მთავარიაზიაღაზაისრაელის სამხედრო შეტევის ფონზე პალესტინელები განაგრძობენ ქალაქ ღაზის დატოვებას

ისრაელის სამხედრო შეტევის ფონზე პალესტინელები განაგრძობენ ქალაქ ღაზის დატოვებას

ისრაელმა ღაზის სექტორის მოსახლეობას არაერთხელ მოუწოდა ევაკუაციისკენ. პალესტინელები ტოვებენ ქალაქ ღაზას და სამხრეთისკენ მიემართებიან. რაჩიდის სანაპირო გზა გადატვირთულია. აქ უამრავია ოჯახია, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთხელ გაურბიან. მარჯვენა მხარეს ხმელთაშუა ზღვაა, მარცხნივ კი – ნანგრევები.

„რას ვგრძნობ?  თითქოს უნდა გავსკდე. მინდა ვიტირო. სიკვდილი მოწყალება იქნებოდა ჩვენთვის; უკეთესი იქნებოდა, უბრალოდ ჩრდილოეთში რომ დავხოცილიყავით. მართალია, გადავურჩით სიკვდილს, და ჯერ კიდევ  გვინდა სიცოცხლე, მაგრამ სიკვდილი უფრო ადვილია, ვიდრე ის ცხოვრება, რომელიც წინ გველის, – ამბობს ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული პირი.

„ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ალ-შატი (ბა, ალ-ამნ ალ-ამი, ალ-მუხაბარატი, ალ-ნასრი, ბირ ალ-ნაჯა, ალ-მუასკარი, ჯაბალია – ყველა ეს ადგილი იბომბება. უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. არც სამხრეთში და არც ჩრდილოეთში. მხოლოდ ღმერთის იმედი გვაქვს“, – აცხადებს ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მოჰამედ ნაბანი.

სამშაბათს, 16 სექტემბერს, ისრაელმა ქალაქ ღაზაში მასშტაბური სახმელეთო შეტევა დაიწყო, რითაც „ჰამასთან“ თითქმის ორწლიანი ომი კიდევ უფრო მეტად გაამწვავა. ისრაელის სამხედრო ძალების შეფასებით, ქალაქში ჯერ კიდევ რჩება „ჰამასის“  2000-იდან 3000-ამდე მებრძოლი და მათი  მიწისქვეშა ქსელები.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 65 000-ს გადასცდა, ისრაელი კი განაგრძობს ომს, რომელმაც მოსახლეობის 90 პროცენტი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია და კატასტროფული ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend