კატეგორიები

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ალკოჰოლის ფალსიფიცირების საქმეზე დაკავებულებს

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ალკოჰოლის ფალსიფიცირების საქმეზე დაკავებულებს

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა შვიდ პირს, რომელთაც გამოძიება ორგანიზებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

კერძოდ, უწყების თანახმად, საქმე ეხება ქალაქ გორში ბრენდული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირებასა და უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვას.

დაკავებულთა შორის არიან მოკრივე გიორგი კანდელაკი და „ქართული ოცნებიდან“ გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი.

პროკურატურა შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობის შეფარდებას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შვიდივე პირი 17 სექტემბერს დააკავა. მაშინ უწყებამ განმარტა, რომ სამართალდამცველებმა ამოიღეს „უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მეორასე მუხლის მე-4 ნაწილით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს ემუქრება პატიმრობა 7-დან 10 წლამდე ვადით.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები