კატეგორიები

პოლონეთი სრულად კეტავს საზღვარს ბელარუსთან

პოლონეთი სრულად კეტავს საზღვარს ბელარუსთან

პოლონეთი სრულად კეტავს საზღვარს ბელარუსთან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 11 სექტემბრიდან. მიზეზად ის ასახელებს სამხედრო სწავლებას „დასავლეთი 2025“.

12-16 სექტემბერს გაიმართება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, სადაც მონაწილეობას მიიღებს 13 000-ზე მეტი პირი.

მინსკსა და ვარშავას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ამის მიზეზია გასულ კვირას, ბელარუსში პოლონეთის მოქალაქის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება. მინსკში განაცხადეს, რომ 1998 წელს დაბადებული გჯეგოშ ჰაველი ფარულად აგროვებდა ინფორმაციას სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2025-ის” შესახებ.

პოლონეთის მოქალაქის დაკავების საპასუხოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ვარშავა შესაბამისად უპასუხებს მინსკს, პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში“.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმები „შთამბეჭდავად მიდის“
სხვა ამბები