მთავარიევროპათურქეთითურქეთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება იყო

თურქეთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება იყო

თურქეთში დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც სტამბოლის სასამართლომ, თურქეთის ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი გადააყენა, 2023 წელს, პარტიის ყრილობის პროცესში კორუფციული დარღვევების ბრალდებით და დროებით რწმუნებულად დანიშნა პარტიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გურსელ ტეკინი.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული აქტია, რომლის მიზანიც თურქეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დასუსტებაა. ამასთან, ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ. საპასუხოდ კი, სტამბოლის მერმა გადაწყვიტა რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შეკრების გამართვა დროებით აიკრძალოს. აკრძალვების მიუხედავად, პარტიის მხარდამჭერები მაინც გამოვიდნენ ქუჩებში, პარტიის შენობასთან კი იყო დაპირისპირება…

სახალხო რესპუბლიკური პარტია რეპრესიებში ადანაშაულებს ერდოღანის ხელისუფლებას. კორუფციის ბრალდებით არაერთი გამოძიებაა დაწყებული იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ოპოზიციური პარტია აკონტროლებდა. სწორედ ამ გამოძიებათა ფარგლებში დააკავეს ექრემ იმამოღლუც, რომელიც მანამდე იკავებდა სტამბოლის მერის თანამდებობას. მის დაკავებას კი მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თურქეთში.

ბრალდებების საპასუხოდ რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend