მთავარისაქართველო„ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში არიან, სახე აქვთ დაკარგული“ - ირაკლი კობახიძე აქციის...

„ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში არიან, სახე აქვთ დაკარგული“ – ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებზე

„ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში არიან, სახე აქვთ დაკარგული“, – ასე ეხმიანება ირაკლი კობახიძე გუშინ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დემონსტრანტები, რომლებიც გუშინ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების პარალელურად შენობის მიმდებარედ პროტესტს გამოხატავდნენ, „ტრაგიკულ მდგომარეობაში“ არიან.

„ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვეულებრივ არქიფო სეთურის მრევლი. ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები – ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან”, – თქვა კობახიძემ.

გუშინ, ღონისძიების დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მელიქიშვილის გამზირი ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვეს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend