მთავარიევროპაუკრაინადამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე - მებრძოლი ერი მთავარ დღეს აღნიშნავს

დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე – მებრძოლი ერი მთავარ დღეს აღნიშნავს

საბჭოთა უკრაინის დროშა კიევში 1991 წელს დაეშვა. ის დამოუკიდებელი უკრაინის კარგად ნაცნობმა სიმბოლომ შეცვალა, რომელზეც აღარც ნამგალი მოსჩანდა და აღარც ურო. მოსჩანდა მხოლოდ თავისუფლება, რომელიც უკრაინამ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დეკლარაციით გააფორმა.

70-წლიან ტოტალიტარიზმთან კავშირის გაწყვეტას უბრძოლველად არც მაშინ ჩაუვლია და არც მას შემდეგ, 34 წლის განმავლობაში. საბჭოთა მემკვიდრეობამ უკრაინელ ხალხს ღრმა ჭრილობები დაუტოვა.

„დიდება! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! მაშინ, ამ სიტყვებმა და ამ მასშტაბით პირველად გაიჟღერა. ეს იყო ტრიუმფი, სიხარული – ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც უმაღლეს რადასთან იდგა. ეს იყო საყოველთაო სიხარული, ყველა ხვდებოდა რაც ხდებოდა. ასე რომ ხალხმა ეს პოზიტიურად მიიღო, და როგორ გავრცელდა ეს მთელს უკრაინაზე? რეფერენდუმმა აჩვენა, რომელშიც მოგეხსენებათ,რომ ყირიმის უმრავლესობამაც უკრაინის დამოუკიდებლობას მისცა ხმა”, – იხსენებს კანონმდებელი ოლექსანდრ ნეჩიპორნეკო, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის პირველი მოწვევის რადაში საქმიანობდა.

„1990 წელს, როდესაც აღზევდა, არა მხოლოდ დამოუკიდებლობის, არამედ კომუნისტების ძალაუფლებიდან ჩამოშორების იდეა, პირველი მოთხოვნა, რომელიც წამოვაყენე ეხებოდა უმაღლესი რადას ხელახლა არჩევას. სამწუხაროდ, მაშინ სახალხო საბჭოს ხელმძღვანელობისგან, რადას ოპოზიციისგან მხარდაჭრა ვერ მოვიპოვეთ. ის,რაც სტუდენტებისთვის მაშინ ძალიან ნათელი იყო, ვერ დაინახა სახალხო საბჭომ. მეტწილად სწორედ ამიტომ უკრაინამ, დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად, ვერ მოახერხა კომუნისტური მმართველი კლასის მოშორება. ამის გამო კი დრო დავკარგეთ. ამიტომაც ვერ მოვხვდით ევროკავშირსა თუ ნატოში. მაშინ, ჩვენთვის რომ მოესმინათ – ომი არ იქნებოდა, უკრაინა კი პოლონეთის, ლიეტუვასა და ცენტრალური ევროპის წარმატებული ქვეყნების მაგალითს გაიზიარებდა”, – ამბობს უკვე ოლექსანდრ დონიი, რომელიც 1990 წლის სტუდენტურ წინააღმდეგობას ედგა სათავეში.

ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოსთვის ისტორიას სხვაგვარი ბედისწერა ჰქოდა ჩაფიქრებული. ოლექსანდრ დონინი 90-იანებში სტუდენტურ პროტესტს ედგა სათავეში. ეჭვობდა, რომ საბჭოთა ნომენკლატურა პრობლემას შექმნიდა და ასეც მოხდა.

თანამდებობებზე შემორჩენილი საცეცებით მოსკოვმა მალევე მიმართა პოლიტიკურ წნეხს, საზოგადოებრივ დაყოფასა და დასავლური ხმების გაჩუმებას. დამოუკიდებელი უკრაინის პირველი მოწვევის პარლამენტარებს კარგად ახსოვთ, თუ რამდენად გახლეჩილი იყო საზოგადოება დამოუკიდებლობის ზღურბლზე.

“საზოგადოების დიდი ნაწილი ნეიტრალური იყო. მათ შორის ის ხალხი, ვისაც ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. იყო მძლავრი ჯგუფი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, კომუნსტრურ წეს-წყობილებას, რუსეთთან კავშირებს,  – ცვლილებების მთელი ვნებით მსურველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ვფიქრობ უფრო რადიკალურები უნდა ვყოფილიყავით, რუსეთის გავლენის აგენტების მიმართ ტოლერანტობა საკვანძო შეცდომა იყო”- იხსენებს ყოფილი პარლამენტარი, ოლექსანდრ ნეჩიპორნეკო.

დემოკრატიის ადრეულ წლებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო უკრაინა ამ დრომდე ძვირ ფასს იხდის. მათ შორის ერთერთი საბედისწერო მომენტი 1994 წლით თარიღდება. მაშინ ქვეყანამ მის ტერიტორიაზე არსებული მასშტაბური ბირთული შეიარაღება დათმო, სანაცვლოდ კი თითქმის არაფერი მიუღია.

მეცნიერი იური კოსტენკო უკრაინის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებების მონაწილე იყო. მას ნატოსთან კავშირი უკრაინის ხსნად ეჩვენებოდა და იხსენებს,რომ ამაზე აშშ-იც თანახმა იყო.

თუმცა აშშ-სთან თანაშმრომლობის ნაცვლად უკრაინა რუსულ წნეხს დანებდა და მეზობელთან ბირთული შეიარაღება დათმო. რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, ბორის იელცინის ამ მოთხოვნას უკრაინის პრეზიდენმა, ლეონიდ კრავჩუკი მარტივად დათანხმდა. უკრაინამ ამით 1.5 მილიარდი დოლარის ბუნებრვი რესურსები მიიღო რუსეთისგან, რაც რეალურად დათმობილის 1%-ადაც არ ღირდა.

„გზა, რომელიც უნდა გაგვევლო,- მსოფლიოში მესამე ყველაზე მსხვილი ბირთული არსენალით, ტაქტიკური თუ სტრატეგიული ბირთული შეიარაშებითა და 5000 ბირთული ქობინით,- ეს გზა მოგვცემდა შესაძლებლობას გამოგვეყენებინა მისი სრული პოტენციალი დასავლეთთან ინტეგრაციისთვის. ეს იყო ჩემი ფუნდამენტური პოზიცია. მე შესანიშნავად მესმოდა, რომ უკრაინას ესაჭიროებოდა დასავლეთთან ინტეგრაცია, წინააღმდეგ შემთხევვაში დამოუკიდებლები ვერ გავხდებოდით, იმიტომ რომ არსებობდა რუსეთი”, – ასე იხსენებს პროცესებს იური კოსტენკო,უკრაინელი მეცნიერი და პოლიტიკოსი.

ნატოს ნაცვლად უკრაინამ ბუდაპეშტის მემორანდუმი მიიღო, რომლითაც დიდი ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი მას უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდნენ, ქვეყნის სუვერენობასა და მთლიანობას – ვერ შეასრულეს ! 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მსოფლიო სუსტად შეხვდა, შეცდომის გამოსწორებას კი 2022 წლის თებერვალშიი შეეცადნენ, როდესაც რუსეთმა უკვე სრულმაშტაბიანი ომი წამოიწყო სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომაა, რომ კიევი ფხიზლად უყურებს უსაფრთხოების ყველ მყიფე გარანტიას და სურს მყარი საყრდენი ჰქონეს. ამ საყრდენებით მის უზრუნველყოფას ახლა ევროპა და აშშ-ი ერთობლივად ცდილობენ, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო პროცესში ჩართვა ჯერ ისევ ვერ მოახერხა.

ომში მყოფმა უკრაინამ 2025 წლის 24 თებერვალს დამოუკიდებლობის 34 წელი აღნიშნა. მათგან  ბოლო სამწელიწადნახევრი რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში გავიდა. ასობით ათასი დაღუპულით უკრაინა დღესაც აგრძელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. აგრესორის პირისპირ მდგარი უკრაინელები კი ჭეშმარიტი ღირსებისა და სიმამაცის მაგალითად იქცნენ. ისინი სოლიდარობას იწვევენ მათშიც კი, ვისაც შიშმა ეს ღირებულებები გადაავიწყდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend