კატეგორიები

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაიღუპა ერთი, ხოლო 29 ადამიანი დაშავდა.

მიწისძვრის შედეგად, ბალიკესირის პროვინციის სინდირგის რაიონში 16 შენობა, მათ შორის ორი მეჩეთის მინარეთი ჩამოინგრა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბალიკესირის პროვინციაში იყო. ბიძგები სტამბოლში, თურქეთის უდიდეს ქალაქში, 200 კილომეტრის რადიუსში იგრძნობოდა.

დაკავშირებული ამბები
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები