„ომი დაიწყო რუსეთმა!” – ამ გზავნილით მოქალაქეები 8 აგვისტოს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
მათ გააპროტესტეს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ „ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები.
მოქალაქეების თქმით, ღალატია იმის მტკიცება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომი საქართველოს დაწყებულია, მითუმეტეს კი როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება დაღუპულ გმირთა საფლავებთან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ნაომარი ქვეყანა მტრის წინაშე არასოდეს დაიჩოქებს და ბოდიშს არ მოიხდის.
