ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინის განცხადება კრემლის მხრიდან დროის მოგების მორიგი მცდელობა არაა და რუსეთის პრეზიდენტი, მართლაც, ომის ღირსეულად დასრულებაზე მიანიშნებს, მაშინ ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. კიევი ლიდერების დონეზე შეხვედრის ინიციატივას კიდევ ერთხელ იმეორებს.
„თუ ომის ღირსეულად დასრულებაზეა მინიშნება, რეალურად ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად და თუ ეს არ არის უბრალოდ დროის მოგების მცდელობა ომის გასაგრძელებლად და სანქციების გადასავადებლად, მაშინ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ლიდერების დონეზე ნებისმიერ დროს შეხვედრასთან დაკავშირებით. უკრაინა გთავაზობთ განცხადებების გაცვლისა და ტექნიკური შეხვედრების ნაცვლად ლიდერებს შორის საუბარს. ეს იყო ამერიკის შეთავაზება, უკრაინის შეთავზება, საჭიროა რუსეთის მზაობა”, – წერს „ტელეგრამის” გვერდზე უკრაინის პრეზიდენტი.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსში ვიზიტისას მხარეებს შორის თურქეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა და სამშვიდობო პროცესი შეაფასა. მან აღნიშნა, რომ პროლემის გადაჭრას ხელშესახები საუბარი სჭირდება მშვიდ გარემოში, კამერების გარეშე.
.