კატეგორიები

13 საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება მზია ამაღლობელის საქმეზე

13 საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება მზია ამაღლობელის საქმეზე

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს 13 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, გააუქმონ ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ხელი შეუწყონ პატიმრობიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ხელმომწერი ორგანიზაციები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, საპატიმროში ყოფნისას მისი ჯანმრთელობა და მხედველობა საგანგაშოდ არის გაუარესებული.

ერთობლივ განცხადებაში საუბარია ჟურნალისტის მიერ დაფუძნებული მედიაორგანიზაციების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე. კერძოდ, ნახსენებია მედიასაშუალებების ანგარიშების დაყადაღება, რასაც განცხადებაზე ხელმომწერნი ზეწოლის კამპანიად აფასებენ.

13 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე საუბრობს საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე. მათი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონმდებლობა, რითაც შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები