კატეგორიები

რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქ ოდესაზე ღამით საჰაერო იერიში მიიტანა

რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქ ოდესაზე ღამით საჰაერო იერიში მიიტანა
რუსმა სამხედროებმა ოდესას დრონებით ღამის საათებში შეუტიეს, რის შედეგად საცხოვრებელ შენობებსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ პიპერის განცხადებით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა ავტომობილები. საცხოვრებელ შენობებში ფანჯრები ჩამსხვრეულია“, – განაცხადა ოლეგ პიპერმა.

დაკავშირებული ამბები
რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინაში დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთა შორის არიან ბავშვები რა ელით ოკუპირებული ოლეშკის მცხოვრებლებს?
სხვა ამბები