ორშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა თალიბანის მიერ ავღანელი ქალებისა და გოგონების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ არ იცავდნენ ხელისუფლების ჩაცმულობის კოდექსს.
გავრცელებული ცნობებით საქმე ეხება 16-19 ივლისს ქაბულში არაერთი ქალისა და გოგონას დაკავებას, რომლებმაც თალიბანის თქმით „დაარღვიეს ჰიჯაბის ტარების ინსტრუქციები“.
ავღანეთის მანკიერების აღმოფხვრისა და პატიოსნების ხელშეწყობის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რამდენი ქალია დაკავებული და რას ნიშნავს “ჰიჯაბის ტარების ინსტრუქციები” თალიბანმა, რომელიც ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მკაცრად შეზღუდა ქალთა უფლებები და თავისუფლებები. მათ ეკრძალებათ სწავლა, ქუჩაში მარტო სიარული, პარკებში სეირნობა და ა.შ…
გაეროს მისიამ მოუწოდა თალიბანის მთავრობას, „გააუქმოს ის პოლიტიკა და პრაქტიკა“, რომელიც ზღუდავს ქალებისა და გოგონების უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით კი, მეექვსე კლასის შემდეგ განათლების აკრძალვას.