მთავარისაქართველოკაია კალასი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე

კაია კალასი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე

ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ „დღეს გვექნება წერილი, რომელიც საქართველოს გაეგზავნა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები ვადაში არ იქნება შესრულებული, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრებენ, ევროკომისარმა ასევე ისაუბრა „სერიოზულ უკუსვლაზე საქართველოში”.

მისი თქმით, მაგიდაზე დევს ყველა ვარიანტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რომლებმაც შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს.

„დიახ, წევრებს შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, მართლაც, ძალიან, ძალიან არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია”, – ამბობს კაია კალასი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend