მთავარისაქართველო„დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს დაცვის საკითხები განვიხილეთ” - თინა ბოკუჩავა

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს დაცვის საკითხები განვიხილეთ” – თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბრიტანეთის ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს, თემთა პალატის წევრ პრიტი პატელს შეხვდნენ.

მათივე ცნობით, „მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირების აუცილებლობაზე ისაუბრეს”.

„პარტიის ლიდერებმა შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებზე, რეგიონისთვის საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე, შავი ზღვის/სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე.

საუბარი ასევე შეეხებოდა სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების მნიშვნელობას”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს ლორდთა და თემთა პალატის წევრებთან მართავენ”,- წერია „ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend