კატეგორიები

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა, რათა განიხილონ  ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავდაპირველად 60-დღიანი შეთანხმების დადებას მოითხოვდა. როგორც ამბობენ, ეს გულისხმობს ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ნაწილობრივ გათავისუფლებასა და ტერიტორიაზე დახმარების შეტანის გაზრდას.

„ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ შეთანხმებას, რომელზეც საუბრობენ, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ დავთანხმდით. მოლაპარაკებებზე გავგზავნე გუნდი მკაფიო ინსტრუქციებით და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბარი ნამდვილად დაგვეხმარება იმ შედეგის მიღწევაში, რომლის იმედიც გვაქვს ყველას“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

როგორც ამბობენ, ისრაელმა მიიღო შეთანხმება, „ჰამასმა“ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი რეაქცია დადებითი იყო. ისრაელმა მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად სპეციალური ჯგუფი გაგზავნა.

 

დაკავშირებული ამბები
ირანმა და ლიბანმა ისრაელის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე იერიში მიიტანა იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა
სხვა ამბები