მთავარიმსოფლიოUNITED NATIONS„კლიმატის კრიზისი ადამიანთა უფლებების კრიზისია“ - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

„კლიმატის კრიზისი ადამიანთა უფლებების კრიზისია“ – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიურ პანელურ სხდომაზე კლიმატის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „კლიმატის კრიზისი ადამიანთა უფლებების კრიზისია“. უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყნები არ დაიცავენ ადამიანების სიცოცხლის უფლებას, მათ ჯანმრთელობას, სამუშაო ადგილებსა და მომავალ შესაძლებლობებს, რამდენიმე ათწლეულში სავალალო მდგომარეობა იქნება.

„კლიმატის კრიზისი ადამიანის უფლებების კრიზისია. ტემპერატურის მატება, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობები, გვალვა და ხანძრები საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სითბური ტალღა, რომელსაც ამჟამად განვიცდით, გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანები სასწრაფოდ არ მიიღებენ ზომებს, ჩვენს საცხოვრებელ გარემოს სერიოზული ზიანი მიადგება“, – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა.

მანვე განმარტა, რომ საჭიროა გზამკვლევი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ უნდა დაფიქრდეს საზოგადოება და როგორ უნდა გახდეს ეკონომიკა უფრო სამართლიანი და მდგრადი. ვოლკერ ტურკის განცხადებით, მნიშვნელოვანია წიაღისეული საწვავის წარმოებისა  და გარემოს დამაბინძურებელი სხვა საქმიანობის დასრულება ყველა სექტორში, როგორც ენერგეტიკის, ისე სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და მშენებლობის სფეროებში.

„ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენს სამყაროს ოდესმე უნახავს. და მას სერიოზული შედეგები მოჰყვება ადამიანების სასარგებლოდ. დამაბინძურებლებმა უნდა გადაიხადონ შესაბამისი ფასი“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend