კატეგორიები

ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი პირველ ივლისს გამოცხადდება

ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი პირველ ივლისს გამოცხადდება

ფოტო არქივიდან

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. საქმეზე განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ხვალ, 1-ელ ივლისს, გამოაცხადებს.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს „ქართული ოცნების” ინიციატივით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას’” გულისხმობს.

ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსმა გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ექვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს: ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძეს, გივი თარგამაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები