ჩვიდმეტი პაციენტი ღაზიდან, ძირითადად ბავშვები, იტალიის სხვადასხვა კლინიკაში გაივლის რეაბილიტაციას.
ევაკუაციის პროცესს ხელმძღვანელობდნენ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიის თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის მსოფლიო და ევროპის სამოქალაქო დაცვის ორგანიზაციები.
პალესტინელ ბავშვებს თან ახლდნენ ნათესავებიც.
დაშავებულები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ, იტალიის საჰაერო ძალების C-130 ტიპის თვითმფრინავებით გადაიყვანეს.
პაციენტებს უმკურნალებენ მილანში, ბერგამოში, რომში, ფლორენციაში, ვერონაში, ბოლონიასა და მოდენაში მდებარე სხვადასხვა კლინიკაში.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის 20-თვიანი ომის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 55,000-ს გადააჭარბა.
A video shows the efforts of medical teams at the PRCS Al-Quds Hospital in Gaza City today. Since dawn, the hospital has received the bodies of six individuals and treated 101 injuries following the targeting of crowds of civilians by Israeli forces while they were waiting for… pic.twitter.com/288WbiJokO
— PRCS (@PalestineRCS) June 11, 2025
ისრაელის არმიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ცეცხლი გახსნა გაფრთხილების მიზნით ცენტრალურ ღაზაში ეჭვმიტანილების მიმართულებით, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ ჯარისკაცებისთვის. ამ ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ იყო და მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვაში მხოლოდ მას ადანაშაულებს.