„საქართველოს კერძო სექტორში სექსუალური შევიწროება გავრცელებული პრობლემაა” – წერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალ კვლევაში.
ამავე ანგარიშის თანახმად, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ქალი მსხვერპლის უმეტესობის — 84%-ის შემთხვევაში, შემავიწროებელი კაცი იყო.
კვლევის დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა, ქეთი შუბაშვილმა ისაუბრა.