მთავარიამერიკააშშტრამპი 19 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას სრულად ან ნაწილობრივ უკრძალავს

ტრამპი 19 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას სრულად ან ნაწილობრივ უკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 19 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას სრულად ან ნაწილობრივ უკრძალავს.

მან ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზეც განთავსდა. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ამერიკაში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით მიიღო.

ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველზე, აშშ-ში შესვლა სრულად აეკრძალათ ავღანეთის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, იემენისა და მიანმარის მოქალაქეებს. თუმცა არის გამონაკლისები შეერთებული შტატების კანონიერი, მუდმივი მცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიების მფლობელებისა და იმ პირებისთვის, რომელთა ამერიკაში შესვლაც შტატების ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

შესვლა ნაწილობრივ შეზღუდულია ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის, ან ამერიკელ ნათესავებთან ოჯახის გაერთიანების მიზნით ვიზის მიღების უფლება. გადაწყვეტილება 2025 წლის 9 ივნისიდან ამოქმედდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend