რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ უკრაინის ოპერაციის შედეგად რუსული თვითმფრინავები „დაზიანებულია და აღდგება“.
რუსი დიპლომატის თქმით, სამხედრო დანაკარგებთან დაკავშირებით, უკრაინული მხარის განცხადებები უსაფუძვლოა და სარწმუნოა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
„როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმაც განაცხადეს, ტექნიკა არა განადგურებული, არამედ დაზიანებულია და აღდგება… უნდა დაუჯეროთ იმ მონაცემებსა და ინფორმაციას, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს…“ – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ სამთავრობო მედიას.

პირველ ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია „აბლაბუდა“ ჩაატარა და რუსეთის ოთხ აეროდრომს დრონებით თავს დაესხა. კიევის ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანებული ან განადგურებულია 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, ხოლო კრემლს 7 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიადგა.