კატეგორიები

ისრაელმა ღაზის სექტორში თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე მიიტანა იერიში

ისრაელმა ღაზის სექტორში თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე მიიტანა იერიში

ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორში იერიშების ამსახველ ვიდეოს ავრცელებენ. ბოლო ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში  ისრაელის არმიის თავდასხმას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 36 თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე იერიშის დროს დაიღუპა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰამასი“ იყო, რომლის მებრძოლებიც ამ სკოლიდან მოქმედებდნენ. როგორც ცნობილია, ისრაელმა მარტში განაახლა სამხედრო შეტევა ღაზის სექტორზე.

აფეთქების ხმა ისმოდა ხან-იუნისშიც, სადაც ასევე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

ამასთან, ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ 26 მაისს ღაზის სექტორში საკვებით, მედიკამენტებითა და სამედიცინო მარაგით სავსე 170 სატვირთო შევიდა. გაეროსა და დახმარების სხვა ორგანიზაციების კუთვნილი სატვირთოები უსაფრთხოების მკაცრი ზომების გავლის შემდეგ ქერემ-შალომის გადასასვლელიდან შეუშვეს. გასულ კვირას ისრაელმა მოკავშირეების ზეწოლისა და მოსალოდნელ შიმშილთან დაკავშირებული გაფრთხილებების შემდეგ თითქმის სამთვიანი ბლოკადა მოხსნა და ღაზის სექტორში გარკვეული დახმარების შეტანა დაუშვა.

ისრაელი აცხადებს, რომ კონტროლს დაამყარებს ღაზის სექტორზე და ბრძოლას გააგრძელებს იქადე, სანამ „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება, ან განადგურდება და სანამ დაჯგუფება ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს. როგორც ვარაუდობენ, 58 მძევლიდან  მესამედი ჯერ კიდევ ცოცხალია.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს
სხვა ამბები