კატეგორიები

„ერთად ვუგუშაგოთ ჩვენს სამშობლოს მარად და მარად!” – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქალების მარში

„ერთად ვუგუშაგოთ ჩვენს სამშობლოს მარად და მარად!” – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქალების მარში

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა კი დემოკრატიული რესპუბლიკაა“, – ეს არის ამონარიდი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან. ამ აქტის მიღებიდან კი ზუსტად 107 წელი გავიდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26-ს მაისს აღინიშნება.

1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა – სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისის ქუჩებში მწყობრად გაიარეს ქალებმა, იმავე ჩაცმულობით და იმავე მარშით, როგორც 1919 წლის 26 მაისს, საზოგადოება „შევარდენის“ წევრების მსვლელობისას.

„ერთად ვუგუშაგოთ ჩვენს სამშობლოს მარად და მარად!” – ასეთი იყო ამ აქციის მთავარი სათქმელი.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ მარო მაყაშვილის ქვეყანა!” – ქალები, რომლებმაც 1919 წლის მარში გააცოცხლეს, ამბობენ, რომ „ეს არის მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის”.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები