მთავარიაზიაისრაელიმოსადმა სირიიდან ისრაელში დააბრუნა ლეგენდარული ჯაშუშის, ელი კოენის ნივთები

მოსადმა სირიიდან ისრაელში დააბრუნა ლეგენდარული ჯაშუშის, ელი კოენის ნივთები

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ჯაშუშის, ელი კოენის 2,500-ზე მეტი ნივთი დააბრუნა სირიიდან და მათი ნაწილი ჯაშუშის ქვრივს გადასცა.

„ჩვენ ჩავატარეთ სპეცოპერაცია „მოსადის“, ისრაელის სახელმწიფოს მიერ, რათა ხელში ჩაგვეგდო ელი კოენის არქივი, რომელიც 60 წლის განმავლობაში სირიის დაზვერვის სეიფებში ინახებოდა. ყველაფერი ისრაელში ჩამოვიტანეთ. მინდოდა, რომ ამის შესახებ თქვენც შეგეტყოთ“,-ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ელი კოენის ქვრივის, ნადია კოენის მთავარი სურვილი მისი გარდაცვლილი ქმრის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ელი ისრაელში გადმოვასვენოთ. ის ისრაელის ლეგენდაა. ის იყო ყველაზე გამორჩეული აგენტი, ვინც კი ისრაელის დაზვერვას ოდესმე ჰყოლია“,-ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

კოენის ისტორია არ არის უბრალოდ ჯაშუშობის ქრონიკა — ეს არის ამბავი, რომელმაც რეგიონის გეოპოლიტიკური რეალობა რადიკალურად შეცვალა.

ელი კოენისასამართლოში სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების დროს, სირია დამასკო -8 მაისი, 1965 AP Photo

მისი მთავარი გამარჯვება იყო სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური რუკების გადაგზავნა ისრაელისთვის, მათ შორის გოლანის სიმაღლეების თავდაცვის სქემების. ეს ინფორმაცია 1967 წლის ექვსდღიან ომში გადამწყვეტი გახდა.

ერთ-ერთი დაუჯერებელი დეტალი მისი მუშაობიდან იყო შეთავაზება, რომელიც კოენმა სირიის სამხედრო უწყებას ურჩია: ხეები დაერგოთ გოლანის სიმაღლეებზე სამხედრო ბაზების გარშემო, რათა ჯარისკაცებს ჩრდილი ჰქონოდათ. მოგვიანებით, სწორედ ამ ხეების დახმარებით ამოიცნო ისრაელის არმიამ სამიზნეები ოპერაციის დროს.

მოგვიანებით, 1965 წლის იანვარში სირიის უშიშროების ძალებმა კოენი დააკავეს. 1965 წლის 18 მაისს კი ელი კოენი, დამასკოში, საჯაროდ ჩამოახრჩვეს. მის სიკვდილს ისრაელში ეროვნული გლოვა მოჰყვა.

ახლა კი მისი ნივთები ისრაელში დაბრუნდა. მათ შორისაა დოკუმენტები, ჩანაწერები, ფოტოები და სირიის დაზვერვის მიერ 1965 წლის იანვარში დაკავების შემდეგ ამოღებული ნივთები, ასევე — კოენის ხელით დაწერილი წერილები ოჯახისთვის, მისი მისიის დროს გადაღებული ფოტოები და პირადი ნივთები, რომლებიც მისი დაკავების შემდეგ სახლიდან წაიღეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend