კატეგორიები

მაშველებმა მტკვარში ორი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მტკვარში ორი ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი. მდინარეში გადავარდნილი ერთი პირის ძებნა კი კვლავ გრძელდება.

უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, მყვინთავთა ჯგუფები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისს, გამთენიისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. ავტომობილების შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს და შსს-ის ცნობით, დაკავებულია 1 პირი.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები