კატეგორიები

დაიწყო შონ კომბსის, იგივე P.Diddy-ს სასამართლო პროცესი

დაიწყო შონ კომბსის, იგივე P.Diddy-ს სასამართლო პროცესი
ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის შონ დიდი კომბსის, იგივე “პაფ დედის” გახმაურებული საქმის გამოძიება გრძელდება.

ფედერალური პროკურორები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ კომბსმა საკუთარი ჰიპჰოპ იმპერია კრიმინალურ ორგანიზაციად გადააქცია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, სხვადასხვა სექსუალურ აქტივობაში ჩართულიყვნენ. კომბსი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ კომბსის ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საზოგადოებისთვის მიუღებელი იყოს, არ წარმოადგენს ფედერალურ დანაშაულს. მათივე თქმით, კომბსი ცხოვრობდა თავისუფალი ცხოვრების წესით, რომელიც მოიცავდა სექსუალურ ექსპერიმენტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული.

ბრალდების ტექსტში ნათქვამია, რომ კომბსი აწყობდა სექსუალურ წვეულებებს, სადაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქალებს აიძულებდნენ მონაწილეობას, ხოლო თავად კომბსი ამ ყველაფერს იღებდა და შანტაჟისთვის იყენებდა.

სასამართლოში წარდგენილი იყო 2016 წლის ვიდეო, სადაც კომბსი ფიზიკურად უსწორდება თავის ყოფილა პარტნიორს, კასანდრა ვენტურას.

სასამართლო პროცესი დაახლოებით რვა კვირას გასტანს. თუ 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, მას სულ მცირე 15 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Related news
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ განადგურებულია ირანის სამხედრო ძალების უდიდესი ნაწილი „ამერიკა შურს იძიებს”- დონალდ ტრამპი ამერიკელი სამხედროების სიცოცხლისთვის ირანს შურისძიებას ჰპირდება
სხვა ამბები