მთავარიევროპათურქეთითურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიუსაფარი ძაღლების ევთანაზიის კანონი ძალაში დატოვა

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიუსაფარი ძაღლების ევთანაზიის კანონი ძალაში დატოვა

თურქეთის სასამართლომ მიუსაფარი ძაღლების შესახებ სადავო კანონის გაუქმებაზე უარი თქვა.

თურქეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ უარყო მოთხოვნა, რომ გაუქმებულიყო კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მილიონობით მიუსაფარი ძაღლის დაძინებას. ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ცხოველთა დამცველებისთვის.

აქტივისტები შეიკრიბნენ  სასამართლოს შენობასთან ლოზუნგებითა და პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „გაუქმდეს სისხლით მორწყული კანონი“. აქტივისტებმა კანონი სიცოცხლისა და ცხოველების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

კანონი, რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში, ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს მიუსაფარი ძაღლების  თავშესაფრებში გადაყვანას, სადაც ცხოველებს ვაქცინაციას, სტერილიზაციასა და სხვა პროცედურებს ჩაუტარებენ. კანონით ასევე დაშვებულია ევთანაზია იმ ძაღლებისთვის, რომლებიც ტკივილს განიცდიან, აქვთ განუკურნებელი დაავადება, ან საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

მთავრობა აცხადებს, რომ თურქეთში დაახლოებით 4 მილიონი მიუსაფარი ძაღლია და კანონის გამკაცრება აუცილებელია უსაფრთხოების მიზნით. ხელისუფლების თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ძაღლები ბავშვებსაც ესხმიან თავს.

თუმცა ცხოველთა დამცველები ფიქრობენ,  რომ კანონი მუნიციპალიტეტებს არა ზრუნვისკენ, არამედ ძაღლების განადგურებისკენ უბიძგებს — მით უფრო იმ პირობებში, როცა ბევრ თვითმმართველობას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი დამატებითი თავშესაფრების შესაქმნელად. ცხოველთა დამცველების მტკიცებით, კანონის მიღების შემდეგ უკვე დახოცეს უამრავი ძაღლი.

მიუხედავად პროტესტისა, კონსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიღებული კანონი ძალაში დარჩება.

საზოგადოება მიიჩნევს, რომ  თუ კანონი არ გაუქმდა, ამან შესაძლოა ცხოველების მიმართ ძალადობის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ამიტომ სულ უფრო მეტად მიმდინარეობს დისკუსია  ქალაქებსა და სოფლებში  მიუსაფარი ცხოველების მართვის ეფექტური და ჰუმანური გზების მოძიების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend