კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი: „რყევები რეჟიმის მიმართ გრძელდება და ძლიერდება“

სალომე ზურაბიშვილი: „რყევები რეჟიმის მიმართ გრძელდება და ძლიერდება“
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში გუშინ ჩატარებულ საპოლიციო მოქმედებებს გამოეხმაურა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ეს იყო პოლიციის მხრიდან არაკანონიერი ქმედება და რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქცევა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ეს მიანიშნებს, რომ რეჟიმის დასასრული ახლოვდება.

ამავე ბრიფინგზე, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტმა სანქციების გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” ის წარმომადგენლები, რომლებიც დასანქცირდნენ, ნელ-ნელა სანქციების მძიმე ეფექტებს გრძნობენ.

„ეს ჩხრეკები, რეიდები სრულად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, რაც აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ეს რეპრესიები ყველა მხრივ, რაც ბოლო თვეებში ტარდება, მაჩვენებელია იმის, რომ რეჟიმი რეალურად, ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს, რომ თავისი თავი გაამყაროს. ყოველდღიურად ჩანს მეტი და მეტი, მაგრამ ეს მეტი და მეტი, როგორც ჩანს, ვერაფერს ვერ აღწევს. ვერც საბოლოოდ პროტესტის ჩაქრობას, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას. იმასაც ვერ აღწევს, რომ შინაგანად გაამყაროს რეჟიმი, რამეთუ ვხედავთ, რომ რყევები რეჟიმის კუთხით გრძელდება, ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ უახლოესი პირები ამ რეჟიმის თამაშიდან ამ ბოლო პერიოდში გავიდნენ, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იმის, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ვინც იცის პოლიტიკური სისტემების ისტორია, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს.

რათა გავიგოთ რა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, სანქციები როგორ და რა ფორმით ავლენს შედეგს და გავლენას ამ ადამიანებზე, რომლებიც არიან პირველი წრის ადამიანები და არა მხოლოდ მათზე. ფინანსურად, სწორედ, ამ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული. მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები და გავლენები ამ სანქციების. პირველ რიგში, პირველ ადამიანზე, რომელიც დღეს უკვე თავისი უზარმაზარი სიმდიდრით, იზოლირებულია და პრაქტიკულად ვეღარ სარგებლობს ამ თანხებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები