კატეგორიები

რუსეთმა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი ძებნილად გამოაცხადა

რუსეთმა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი ძებნილად გამოაცხადა
კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსული ტელეკომპანიის „დოჟდის“ მთავარ რედაქტორზე, ტიხონ ძიადკოზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა.

უწყებას არ განუმარტავს სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება ჟურნალისტის მიმართ.

2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტიხონ ძიადკო „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, ხოლო მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ის 35 000 რუბლით დააჯარიმა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების ჟურნალისტზე რუსეთი ძებნას აცხადებს. „დოჟდის“ წამყვანზე, იულია ტარატუტაზე მოსკოვმა სისხლის სამართლის საქმე „უცხოელი აგენტის“ მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდების მუხლით აღძრა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლმა ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობა აკრძალა. მის თანამშრომლებს, მათ შორის ტიხონ ძიადკოსა და ეკატერინე კოტრიკაძეს კი რუსეთის დატოვება მოუწიათ. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა ლატვიიდან გააგრძელა, ახლა კი მისი ცენტრალური ოფისი ნიდერლანდებში მდებარეობს. 2023 წლის ივლისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „დოჟდი“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

დაკავშირებული ამბები
პუტინის მტკიცებით, ევროპასთან ომი არ სურს, თუმცა ამ სცენარისთვისაც მზადაა პუტინის მტკიცებით, რუსეთს უკრაინასთან ომი არ სურს, თუმცა ტერიტორიული საკითხის განხილვას არ აპირებს
სხვა ამბები