დენი, გაზი, წყალმომარაგება – გამოწვევები და პრობლემები, რაზე ჩივიან მომხმარებლები და რა დარღვევები ფიქსირდება – ამ თემაზე ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია გამართა.
ნინო გულეიშვილის თქმით, გასულ წელს საჩივრების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. ენერგოომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ ჩამოწერილია 200 000 ლარამდე არასწორად დარიცხული გადასახადი.
„1400 კორესპონდენცია მივიღეთ, ასევე 600-ზე მეტი საჩივარი -განცხადება, რომლებშიც ინდივიდუალური სახის პრობლემებზე საუბრობდნენ, 144 მომხმარებელმა კი სხვადასხვა პრობლემები, სოციალური ქსელის, ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეგვატყობინეს, ეს კი ძირითადად იყო კოლექტიური განცხადებები მთელი საქართველოს მასშტაბით.
600-ზე მეტი რეკომენდაცია გავეცით, მომხმარებლებისთვის კი 200 000 ლარამდე არასწორად დარიცხული გადასახადი ჩამოვწერეთ”, – განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა.
