კატეგორიები

აშშ-ის ადმირალი სამუელ პაპარო სენატორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მზარდი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის ადმირალი სამუელ პაპარო სენატორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მზარდი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

შეერთებული შტატების მაღალი რანგის სამხედრო ლიდერი, ადმირალი სამუელ პაპარო, სენატორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც  ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას  უკავშირდება.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების განვითარება პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეებისთვის. რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთთან კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

პაპარო დასძენს, რომ ჩინეთი  წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის სანაცვლოდ რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის  მხარდასაჭერად აწვდის ჩარხების დიდ ნაწილსა და ასევე გარკვეული სახის ნახევარგამტარებს.

ეს მას შემდეგ ხდება, რაც სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო შენაერთები გაგზავნა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩინეთის მოქალაქეების ჩართვას ცდილობს.

დაკავშირებული ამბები
ყაზახეთის იშვიათი ხელნაწერები ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ირანი კრიპტოვალუტას იყენებს
სხვა ამბები