მთავარისაქართველოTI მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს

TI მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მწვავედ აკრიტიკებს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს ეხება.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას, იმუშაოს დამოუკიდებლად და შეასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კანონში ცვლილების ინიციატივას დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხრივ საქართველოს ვალდებულებებთან შეუსაბამოდ აფასებს.

„ეს პროცესი ხაზს უსვამს საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიულ უკუსვლას, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების კონსოლიდაციით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსტიტუტები მისი კონტროლის ქვეშ მოექცნენ, კორუფცია ინსტიტუციონალიზებული გახდა, რამაც დაასუსტა კონტროლი, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა. მმართველი პარტია ახლა სამიზნეში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც გამჭვირვალობას იცავენ.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკან წარდგენილი ცვლილებები, გააუქმოს ყველა ამ დრომდე მიღებული შემზღუდავი კანონი და დაუბრუნდეს დემოკრატიული ღირებულებებსა და ანტიკორუფციულ პრინციპებს, რომლებსაც აქამდე იცავდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, გრანტის დანიშნულების ცვლილება თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, დარღვევის შემთხვევაში მიმღები გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.

„ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend