კატეგორიები

კლიმატის ცვლილების გამო კაკაოს მოსავლიანობა მცირდება

კლიმატის ცვლილების გამო კაკაოს მოსავლიანობა მცირდება
კლიმატის ცვლილებისა და ინვესტიციების ნაკლებობის გამო კაკაოს ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

ინდონეზიაში კაკაოს ფერმერები ბიზნესთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად გამოსავლის ძიებაზე მუშაობენ. ინდონეზია კაკაოს მესამე უდიდესი მწარმოებელია მსოფლიო შიკოტივუარისა და განას შემდეგ.

კაკაოს ხეს მოვლის სპეციალური პირობები სჭირდება. ეს ხეები მხოლოდ ეკვატორთან ახლოს იზრდება და საჭიროებს სტაბილურ ტემპერატურას, ტენიანობასა და მზის სხივებს. იმისათვის, რათა კაკაოს ხემ ნაყოფი მოისხას, 5 წელია საჭირო. ნაყოფი გადამუშავდება კაკაოდ, რომლისგანაც შოკოლადი და სხვა საკვები მზადდება.

კლიმატის ცვლილება ფერმერების საქმიანობას ართულებს. გლობალური დათბობა მოსავლიანობას აზიანებს, ხოლო გახანგრძლივებული წვიმის სეზონები კი ხეებზე სოკოებისა და სხვა სასიკვდილო პარაზიტების გავრცელებას იწვევს. იმის გამო, რომ პროცესი არაპროგნოზირებადია, ფერმერებს გამოწვევებთან გამკლავება უჭირთ.

ბოლო დროს ფერმერები კაკაოს ნაცვლად სხვა კულტურების მოყვანაზე გადავიდნენ, რაც კაკაოს მარაგს ამცირებს და შესაბამისად, ზრდის ფასს. 2024 წელს კაკაოს ფასი სამჯერ გაიზარდა და 1 ტონის ფასმა დაახლოებით $12 000 აშშ დოლარს მიაღწია. ამან ზოგიერთი შოკოლადის მწარმოებელი აიძულა კაკაოს ლაბორატორიაში მოყვანა ეცადა.

ზოგიერთმა ფერმერმა გამოწვევებთან გამკლავების თავისებური მიდგომა იპოვა. მაგალითად, ფერმერმა ტარი სანტროსომ, რომელიც შოკოლადის მწარმოებელ კომპანია „კრაკაკოასთან“ თანამშრომლობს, 2016 წელს დაიწყო მისეული პრაქტიკის გამოყენება. ის რეგულარულად სხლავდა და ჭრიდა ტოტებს ძველ ხეებზე, რათა ხელი შეეწყო ხის ზრდისთვის და თავიდან აეცილებინა დაავადების გავრცელება.

„ჩვენ ხეებს იშვიათად ვსხლავდით. ამის არ გვესმოდა, არაფერი ვიცოდით ამაზე, ჩვენთვის ეს ახალი ხილი იყო. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ უკეთესი ხარისხის შოკოლადი გვქონდეს“, – ამბობს ტარი სანტროსო.

კრაკაკოა“ ტარი სანტროსოს ფინანსურ დახმარებას უწევდა განათლების მიღებაშიც. კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მსგავსად ინდონეზიაში უკვე 1000-ზე მეტი კაკაოს ფერმერი გადაამზადეს

„ხშირად ფერმერებს ოფიციალურ დაფინანსებაზე, იქნება ეს ბანკები თუ სხვა, წვდომა არ აქვთ. ამრიგად, მსგავსი პროექტებით ფერმერებს შეუძლიათ დაფინანსების სისტემები შექმნან, იქნება ეს სესხის გაცემა თუ სხვა. ესაა ის, რაშიც ჩვენ ვეხმარებით და ვასწავლით, თუ როგორ მართონ თავიანთი ფინანსები“, – ამბობს საბრინა მასტოპო, „კრაკაკოა“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ინდონეზიაში კაკაოს მეურნეობას მომგებიან ბიზნესად სულ უფრო ნაკლები ფერმერი მიიჩნევს. ნაცვლად ამისა, ისინი სხვა კულტურებს თესავენ, მაგალითად, პალმის ზეთს. თუმცა ფერმერებისა და კომპანიების, აგრეთვე, გაეროს ჩართულობა აჩენს იმედს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ
სხვა ამბები