კატეგორიები

დონალდ ტრამპი ქალაქ სუმიზე თავდასხმას ეხმაურება

დონალდ ტრამპი ქალაქ სუმიზე თავდასხმას ეხმაურება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბზობის დღესასწაულზე უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას „საშინელი ტრაგედია“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთმა „შეცდომა დაუშვა“.

შეტევამ, რომელიც კვირას დილით მოხდა სუმიში 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ორი ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა 117 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.

დაკავშირებული ამბები
აშშ აცხადებს, რომ „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში „შავი ჭირის“ დაავადების შესაძლო გავრცელებას Flydubai-ის ინციდენტთან ირანის კავშირის დადასტურების შემთხვევაში, ტრამპი „ძალიან ძლიერად“ დარტყმით იმუქრება
სხვა ამბები