კატეგორიები

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ არ აპირებს გლობალური ტარიფების გაუქმებას

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ არ აპირებს გლობალური ტარიფების გაუქმებას
მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე მორიგი დაძაბული დღის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ არ აპირებს დაწესებული ტარიფების გაუქმებას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკული მხარე არ განიხილავს ამ საკითხს. ბევრი ქვეყანა  ცდილობს მათთან მოლაპარაკებას. იგი დასძენს, რომ ეს იქნება სამართლიანი გარიგება, გარკვეულ შემთხვევებში კი შენარჩუნდება მნიშვნელოვანი ტარიფები.

საფონდო ბირჟებზე მთელი დღის განმავლობაში იცვლებოდა მოგებისა თუ ზარალის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფებით დაემუქრა. საფონდო ბირჟებზე უკვე მესამე დღეა, რაც ზარალს ითვლიან.

ევროპის უმსხვილესმა საფონდო ბირჟებმა საბოლოოდ 4%-ზე მეტით იზარალეს.  ესპანელი ფინანსური ექსპერტები გლობალურ რეცესიის საფრთხეზე საუბრობენ, რადგან ესპანეთის საფონდო ბირჟაც 5,12%-იანი ვარდნით დაიხურა.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები