რამდენად სტაბილურია საქართველოს შრომით მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი?
არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის – საქართველო,“ გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევა ჩაატარა, სადაც განხილულია მრავალმხრივი გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან, შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში UNDP-ის გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერმა ია დადუნაშვილმა ისაუბრა.
