“გადაინაწილე ზრუნვა” — გაეროს ქალთა ორგანიზაცია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გადანაწილებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, მაგალითად, სახლის დალაგებაზე, საჭმლის მომზადებაზე, ბავშვისა და მოხუცის მოვლაზე, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.
ეს წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიარდი საათი და 10 მილიარდი ლარია. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, ეკატერინე ვაჩნაძემ ისაუბრა.
