ღაზაში ვეღარ აწვდიან ჰუმანიტარულ დახმარებას. მსოფლიო სასურსათო პროგრამა რეგიონში ყველა საცხობს ხურავს, რადგან მარაგი იწურება. გაეროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა აკრძალა საკვების, საწვავის, მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, სურსათის დეფიციტის მხრივ კრიტიკული ვითარებაა.
იუნისეფის სპიკერი ჯეიმს ელდერი ამბობს, რომ მხოლოდ მონდომება ვერ გადაგარჩენს, როცა მუდმივად ირღვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და იზღუდება დახმარების მიწოდება. მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენები არ უნდა დარჩეს მსოფლიოს ყურადღების მიღმა.
Children in Gaza have again been plunged into a cycle of deadly violence and deprivation.
The world must not stand by and allow the killing and suffering of children to continue.https://t.co/uB5jQnjvqI pic.twitter.com/MmCucCCOfL
— UNICEF (@UNICEF) March 31, 2025
ისრაელი აცხადებს, რომ ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში საკმარისი საკვები და მარაგი შევიდა და ის დიდხანს ეყოფათ. გაეროს მთავარი წარმომადგენლის თქმით, ისრაელის მტკიცება მხოლოდ ღიმილს იწვევს. ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.