კატეგორიები

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უწყების ცნობითვე, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმია ამოქმედებული.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები