მთავარიEuropean Unionევრობარომეტრი: ევროპელთა 74% ევროკავშირის წევრობით კმაყოფილია

ევრობარომეტრი: ევროპელთა 74% ევროკავშირის წევრობით კმაყოფილია

ისეთმა კრიზისებმა, როგორებიც არის რუსეთის ომი უკრაინაში, ასევე დონალდ ტრამპის ტარიფები ევროპულ პროდუქციაზე, მოქალაქეებს აიძულა, ევროკავშირს 2025 წელს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მეტი რესურსის ჩადება სთხოვოს.

ევროპარლამენტმა 18 მარტს კვლევითი ორგანიზაციის, ევრობარომეტრის შედეგები წარადგინა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, გაიზარდა კონკურენტუნარიანობის საჭიროება, აგრეთვე, ეკონომიკისა და მრეწველობის გაძლიერების მნიშვნელობა. ეს შეხედულება კი კიდევ უფრო პოპულარული გახდა ახალ თაობებში.

მსოფლიოში ევროკავშირის პოზიციის განსამტკიცებლად საჭირო პრიორიტეტულ საკითხებს შორის ეკონომიკა გამორჩეულია. ევრობარომეტრის მონაცემებით, ევროპელები სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ სურსათის უვნებლობას, კლიმატის ცვლილებასა და გამონაბოლქვის შემცირებას.

„გაურკვევლობის დროს მოქალაქეები ევროკავშირს მიმართავენ – მაგალითად, ვხედავთ, რომ ევროპელთა 74%-ის აზრით, ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი გაერთიანებაა. ევროკავშირის შემადგენლობაში ყოფნამ მათ სარგებელი მოუტანა. ეს ყველაზე მაღალი შედეგია, რაც ოდესმე ყოფილა 1983 წელის შემდეგ“, – ამბობს ევროპარლამენტის სპიკერი, დელფინ კოლარდი.

ევროპელი მოქალაქეები ევროპარლამენტისგან ითხოვენ, გაითვალისწინონ ცხოვრების ხარისხი, ტარიფები და დასაქმებულთა მდგომარეობა.

კვლევითი ორგანიზაცია ევრობარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, მათი ცხოვრების დონე მომავალ წლებში არც უკეთესობისკენ შეიცვლება და არც უარესობისკენ. თუმცა 2024 წელთან შედარებით, 7.7%-ით მეტ ევროპელს სჯერა, რომ მათი ცხოვრების დონე გაუარესდება.

უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მოქალაქეები კმაყოფილი არიან ევროკავშირის წევრობით, რაც მსგავსი გამოკითხვის პირველად ჩატარების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend