კატეგორიები

„პუბლიკის“ რეპორტიორი, რომელსაც საპროტესტო აქციაზე სცემეს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

„პუბლიკის“ რეპორტიორი, რომელსაც საპროტესტო აქციაზე სცემეს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციაზე სცემეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო და ჟურნალისტს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „პუბლიკა“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რომლებიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გამოცემის ცნობით, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი 28 ნოემბრის ღამეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელებმა დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტზე ძალადობისთვის ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი თანამშრომელი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები