კატეგორიები

ბრიუსელში საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში  საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილება. ევროპელი დიპლომატები დღეს ბრიუსელში ხვდებიან.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აქცენტი გააკეთა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების საკითხზე და გაიმეორა, რომ ბრიუსელი ამის წინააღმდეგ საკუთარი ბერკეტების გამოყენებას განაგრძობს.

“სხვა თემებთან ერთად, აუცილებლად იქნება განხილული საქართველოს საკითხიც. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობს”, – აღნიშნა ევროკომისარმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლაა, თუმცა განიხილება სხვა გეოპოლიტიკური საკითხებიც,მათ შორის პროცესები სირიაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები