მთავარისაქართველო18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, სასამართლო პროცესი გაიმართება.

საქმის არსებითი განხილვა დღის 2 საათზე დაიწყება. სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც 14 იანვარს ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მხარეების შესავალ სიტყვებს მოისმენს და მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავს.

უცნობია, წარმოადგენს თუ არა პროკურატურა მოწმეებს ხვალ, 18 მარტს, ჩანიშნულ პროცესზე. პროკურატურის მოწმეების დაკითხვის შემდეგ მომავალ სხდომებზე სასამართლომ წესით დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს, თუმცა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მათი დიდი ნაწილი საქმიდან ამორიცხა.

მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჟურნალისტმა, რომელიც 11-12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორჯერ – ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, პროტესტის ნიშნად 38 დღე იშიმშილა. მზია ამაღლობელს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ კოლეგები, მხარდამჭერები, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი განცხადება გაავრცელეს ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend